Wednesday, December 17, 2008
სადაურსა სად წაიყვან
1. პროექტის სახელი: ,,სადაურსა სად წაიყვან"
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია შევაგროვოთ ცნობები უცხოეთში სხვადასხვა დროს მოღვაწე
ქართველთა შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა:შევისწავლით უცხოეთში მოღვაწე პირთა ბიოგრაფიული ცნობები, უცხოეთში სამშობლოდან მათი გადახვეწის მიზეზები, გავეცნოთ მათი მოღვაწეობის ამსახველ მასალებს, მიმოწერას. რა კავშირი აქვთ და ან ჰქონდათ საქართველოსთან. ვინ იყვნენ მ,ათი მეგობრები. ვინ ან რამ უკვდავყო მათი სახელები ჩვენს ლიტერატურაში. დღეს, როცა ასეთი დიდია ლტოლვა უცხოეთისადმი და თაყვანისცემა ყოველივე უცხოურისა, უდიდესი მნიშნვნელობა ენიჭება იმის გაცნობიერებას, რომ
,,რა კაცსა მიხვდეს გრძლადყოფნა,
უცხო თემსა და მიწებსა,
შარბათიც ჰქონდეს სასმელად
ნაღველად ამოიწებსა"
(არჩილ მეფე)
4. მონაწილეთა ასაკი:14/17 წწ/VII-XI კლ
5. ვადები: 6 თვე
6. სამუშაო ენა: ქართული
7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ექვსკურსიები წინაპართა ნაკვალევზე. ჯგუგფურად მუშაობა
ლიტერატურასთან, გეოგრაფიასთან, ისტორიასთან, უცხო ენებთან,
მათემატიკასთან, ფოტოხელოვნებასთან, მუსიკასთან და ისტ-სთტან.
8. სარგებელი სხვისთვის: მოძიებული მასალა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიმდიდრონ ცოდნა, შეიძინონ
ცხოვრებისეული გამოცდილება, გამოიყენონ მასალა სასკოლო და რესპუბლიკურ
კონფერენციებში, ჩაატარონ საინტერესო ღონისძიებები, შეხვდნენ ემიგრანტთა
შთამომავლებს.
9. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
10. პროექტის ფასილიტატორის სახელი:სიდონია ჟიჟილაშვილი 11. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:sidoniazhizhilashvili@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი: www.sadaursasadcaiyvan.blogspot.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment